2021 წლის 21 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქუთაისის №12 საჯარო სკოლის (დირექტორი ნათია სულავა) III კლასის მოსწავლეებისათვის საგანში - მე და საზოგადოება, საგნის მასწავლებელი ეკა მაჩიტაძე.
გაკვეთილის თემა იყო „ბავშვის უფლებები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების შესახებ.
მოსწავლეებმა მასწავლებლის ჩართულობით საინტერესო დისკუსია გამართეს ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებზე. მოსწავლეებმა, შემოქმედებითად თვალსაჩინო მასალებისა და ვიდეო რგოლების ანალიზის საფუზველზე, წარმოაჩინეს კონვენციის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეხება : განათლების, სიცოცხლისა და ბავშვთა სხვა უფლებებს.
შეხვედრას ესწრებოდა, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამული ბუჭუხიშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.
მადლობა სკოლის ხელმძრვანელობას და საგნის მასწავლებელს ასეთი აქტივობის დაგეგმვისათვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვბავშვის უფლებათა ცენტრი, მზად არის ნებისმიერი საჯარო სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების მასპინძლობისათვის.