2022 წლის 24-26 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში: აფხაზეთის მე-5 , მე-6 საჯარო სოლებისა და იმერეთის რეგიონის: ქუთაისის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის სამტრედიის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის გაიმართა ტრენინგი „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. ტრენინგის მიზანია: მასწავლებლების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციასთან დაკავშირებული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება და გამოვლენა;
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის სასწავლო პროცესში ჩაშენების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა; ინკლუზიური და მულტიკულტურული განათლების ხელშოწყობა; სამართლებრივი კულტურის ხელშეწყობა; დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია;
ტრენინგს უძღვებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნატო ქობულაძე და აკადემიური დოქტორი შორენა ტყემალაძე.
საჯარო სკოლის მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, ბავშვის უფლებების სწავლების შესახებ საჯარო სკოლებში. გაიმართა საინტერესო დისკუსია საკითხის ირგვლივ.
ტრენინგს ესწრებოდნენ: პედაგოიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, მამული ბუჭუხიშვილი; პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, დოქტორანტი ბავშვის უფლებების მიმართულებით, მარეხი ნიკოლაძე. ბავშვის უფლებათა ცენტრის სპეციალისტი, მაია ბუჭუხიშვილი; ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.