2022 წლის 1 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის ბაგა-ბარების გაერთიანების, №13 ბაგა-ბაღის (დირექტორი მაკა აბულაძე) მეთოდისტებთან, აღმზრდელებთან და მშობლებთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის უფლებათა ცენტრის ექსპერტი ნატო ქობულაძე და ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი მაკა აბულაძე.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებზე, გამოითქვა მოსაზრებები პოზიტიური მშობლობისა და ბავშვის განათლების უფლებაზე. მეთოდისტებმა და მშობლებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ღასან ხალილი, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები: მაია ქურციკიძე და ეთერ კირცხალია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი. ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების, ბავშვთა უფლებების დაცვის კოორდინატორი, მაკა გაჩეჩილაძე.
მადლობა ვუხდით: გაეროს ბავშვთა ფონდ (unicef)-ს, ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას, მე-13 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს, ბავშვის უფლებათა ცენტრში ასეთი აქტივობის დაგეგმვისათვის.