2022 წლის 22-23 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშის უფლებების ცენტრში გაიმართა Erasmus+ საგრანტო პროექტის ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიისათვის (CISI) სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერისტეტის წარმომადგენლები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
Erasmus+ საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადა სასწავლო კურსი ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია, რომელშიც პედაგოგიური ფაკულტეტის სამი აკადემიური პერსონა არის ჩართული, კურსის პილოტირება განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - დაწყებითი განათლება. შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესში გამოყენებული საკითხავი მასალის სტრუქტურა, დაიგეგმა პილოტირების პროცესში გამოვლენილი ალტერნატივების შესაბამისი ცვლილებები და შეჯამდა კურსის პილოტირების პროცესი.