2022 წლის 22 მარტს ქალაქ ქუთაისის №15 საჯარო სკოლაში ( დირექტორი ელისო ჯიბლაძე) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ქუთაისის №15 საჯარო სკოლა.
სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, დოქტორანტი, ბავშვის უფლებების ექსპერტი-მარეხი ნიკოლაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.