2022 წლის 5 აპრილს ქალაქ წყალტუბოს: ოტია იოსელიანის სახელობის №1 (დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე) და მამუკა სამაკაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში ( დირექტორი ნარგიზი ფირცხალავა) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არიან ქალაქ წყალტუბოს №1 და №2 საჯარო სკოლები.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები, სადაც განხილული საკითხები ეხებოდა ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს და კოდექსს.
სკოლებს გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარები. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლებს და დირექტორებს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი-ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი-ნოდარ ცაგარეიშვილი. ბავშვის უფლებათა ცენტრის სპეციალისტი- მაია ბუჭუხიშვილი.