მემორანდუმების გაფორმება ქალაქების მერებთან

2022 წლის 8 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები, დონორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ათი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა ქუთაისში იმის განსახილველად, თუ როგორ გაიზარდოს მუნიციპალიტეტების ჩართულობა მათი თემების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მზია გიორგობიანი, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქ-ნი თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი ღასან ხალილი და ახალციხის, ამბროლაურის, ბათუმის, დუშეთის, ქარელის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, თელავისა და ზუგდიდის მერები.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციასა და ათი ქალაქის ადმინისტარაციის თანამშრომლობის შესახებ.