2022 წლის 9 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში, გაიმართა შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და მედიის წარმომადგენლებთან იმუნიზაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. მამუკა ბოკუჩავა, თსსუ პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი, აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორის მოადგილე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო მოხსენებები: იმუნიზაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის- ლიკა ჯაბიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი.
კორონავირუსი და მსოფლიო დღეს - გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა -ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.
COVID-19-ის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.
COVID-19 კლინიკური ასპექტები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი -მარინა ეზუგბაია.
COVID-19-ის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე- ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ექსპერტი.