2022 წლის 12 აპრილს გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი თეონა ადეიშვილი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის №2 საჯარო სკოლა.
სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე- ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა გიორგაძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი- ივანე კორძაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი -იმერი ბასილაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი-ვლადიმერ ადეიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი ასოცირებული პროფესორი- ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.