2022 წლის 1 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონალური ოფისის მრჩეველ ალბერტო მუსატი და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს განყოფილების წარმომადგენლები შეხვედნენ უნივერსიტეტისა ხელმძრვანელებს და პედაგოგიური ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, მამული ბუჭუხიშვილი.
სტუმარი გაეცნო ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის ინფრასტრუქტურას და უნივერსიტეტის ისტორიას, მოისმინეს ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ბავშვებისათვის დაფინანსების გაზრდაში საქართველოს სამთავრობო და მუნიციპალური ორგანოების გაძლიერება.