ჰორნბის საგანმანათლებლო ფონდის პროექტი აწსუში

26 ნოემბერს შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტმენტის და ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) მიერ ჰორნბის საგანმანათლებლო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი იყო მასწავლებლების პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ხელშეწყობა, მათი აღჭურვა კვლევის მეთოდების ცოდნითა და მისი პრაქტიკული განხორციელების უნარ-ჩვევებით. პროექტი განახორციელეს ასოც. პროფესორებმა ნინო ნიჟარაძემ, მაია ალავიძემ და ნათია ზვიადაძემ და მასში ჩართული იყვნენ იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. შემაჯამებელ კონფერენციაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები. პრეზენტაციებს მოჰყვა შეკითხვები და დისკუსია. კვლევებს მაღალი შეფასება მისცა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. მამული ბუჭუხიშვილმა და მომხსენებლები პედაგოგიური ფაკულტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვია.