ლოგისტიკური და საინფორმაციო სისტემის მათემატიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეიქმნა 2018 წელს.
დეპარტამენტი სათავეს იღებს 1996 წლიდან ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ფაკულტეტზე მათემატიკური მოდელირებისა და საინჟინრო დისციპლინათა კათედრიდან. სხვადასხვა დროს კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორები ავთანდილ თვალჭრელიძე, შალვა დოლბაია, შოთა მჟავანაძე, ზურაბ არქანია, თენგიზ ჭანტურია და სხვ.
1997-2006 წლებში მათემატიკური მოდელირებისა და საინჟინრო დისციპლინათა კათედრა ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას სპეციალობით “ინფორმაციული სისტემები ეკონომიკაში” და “გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის „ საგანმანათლებლო პროგრამას, 2006-2010 წლებში სამაგისტრო პროგრამას “ინფორმაციული ტექნოლოგიები”, ხოლო 2007-2012 წლებში “საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის უმაღლეს პროფესიულ და “სატრანსპორტო ფირმებში ლოჯისტიკის ოპერატორის” მეოთხე საფეხურის პროფესიულ პროგრამას.
2011 წლიდან საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის იწყებს “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. შესაბამისად ფაკულტეტზე ყალიბდება ახალი სტრუქტურული ერთეულები მიმართულებების სახით. 2011-2018 წლებში საინჟინრო მექანიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ზურაბ არქანია, ხოლო საზღვაო გადაზიდვებისა და მოდელირების მიმართულებას - ასოცირებული პროფესორი ამირან ბრეგვაძე.
2018 წლის მარტში საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის დებულებასა და სტრუქტურაში განხორციელდა ცვლილება და ჩამოყალიბდა ლოგისტიკური და საინფორმაციო სისტემის მათემატიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს 5 აკადემიურ პერსონალს. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს ორი საფეხურის - “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” საბაკალავრო და “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას.
# | სახელი და გვარი | აკადემიური თანამდებობა | CV |
1 | ამირან ბრეგვაძე | ასოცირებული პროფესორი | |
2 | ზურაბ არქანია | ასოცირებული პროფესორი | |
3 | მანანა ფხაკაძე | ასოცირებული პროფესორი | |
4 | თენგიზ ჭანტურია | ასისტენტპროფესორი |