აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი სწავლა-სწავლებასა და კვლევასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობს უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერებას - ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას ქალაქ ფოთის სკოლის მოსწავლეებში.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

კარიერის დაგეგმვა წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის, რაც გამოიხატება პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვაში და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში.

საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ერთობლივად ანხორციელებენ კვლევით სამუშაოებს შავი ზღვის სანაპირო ზოლში წლების მანძილზე არსებულ ჰიდროსაინჟინრო პრობლემებთან დაკავშირებით.

საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტი“-ს ხელმძღვანელი, ასიცირებული პროფესორი ლალი ხარბედია, აქტიურადაა ჩართული მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის პროცესში. მან მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მეორედ მიიღო მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ ბიზნესისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.