სატრანსპორტო და ბიზნეს პროცესების მართვის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2018 წელს ბიზნესის მართვისა და საზღვაო გადაზიდვების მართვისა და მოდელირების მიმართულების აკადემიური პერსონალის გაერთიანების საფუძველზე.
2011 წლიდან დეპარტამენტი ახორციელებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტი” და მეოთხე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას “მცირე ბიზნესის მწარმოებელი”.
ბიზნესის მართვის მიმართულება საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტზე შეიქმნა 2011 წელს ეკონომიკის კათედრის გამსხვილების საფუძველზე, რომელიც ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტში დასწრებული სწავლების ფაკულტეტზე 1997 წლიდან ფუნქციონირებდა. ეკონომიკის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით ჯიშკარიანი. 1997-2006 წლებში ფაკულტეტი მიღებას ახორციელებდა “წარმოების ეკონომიკისა და მართვის”, “საბანკო საქმის”, “აღრიცხვა, აუდიტისა და კონტროლის” სპეციალობით. ეკონომიკის კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორები კარლო ღურწკაია, მერაბ ჯიქია, ნუგზარ ცომაია, ლალი ხარბედია, ბადრი დავითაია, მზისადარ ბჟალავა და სხვ. 1997-2006 წლებში 2006-2010 წლებში ხორციელდებოდა სამაგისტრო პროგრამა “მენეჯმენტი”, უმაღლესი პროფესიული პროგრამა “სააუდიტორო საქმე”. 2011-2018 წლებში ბიზნესის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ლალი ხარბედია.
საზღვაო გადაზიდვების მართვისა და მოდელირების მიმართულება საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტზე შეიქმნა 2011 წელს, რომლის აკადემიური პერსონალი ემსახურება “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და განვითარებაში პროფესორ ივანე საღინაძის ხელმძღვანელობით. 2011-2018 წლებში ამ მიმართულებით სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ პროფესორები ვაჟა გოგაძე, მანანა ფხაკაძე და სხვ.
2018 წლის მარტში საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და საგანმანათლებლო და კვლევითი პროფილების გათვალისწინებით განხორციელდა ცვლილება ფაკულტეტის დებულებასა და სტრუქტურაში და ამ ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სატრანსპორტო და ბიზნეს პროცესების მართვის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს 6 აკადემიურ პერსონალს.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს - “მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას.