მასტერკლასი „მოტივაცია და წარმატებული კარიერა“

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა 2019 წლის 19 ოქტომბერს სტუდენტეისათვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე „მოტივაცია და წარმატებული კარიერა“. მასტერკლასის ჩატარების მიზანია შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ახალგაზრდამ საფუძვლიანად შეისწავლოს და დაეუფლოს სამუშაოს ძებნის პროცედურებს, სიმულაციურ გარემოში გაიმყაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად მომზადებულები შეძლონ დასაქმება სასურველ სფეროში.