ღია რეკრუტირების დღე

2019 წლის 7 ნოემბერს, 10:00-დან 17:00-მდე კომპანია Wizzair აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით ჩაატარებს "ღია რეკრუტირების დღეს". სტუდენტებს და კურსდამთავრებულებსს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპანია wizzair-ში.

პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით ტრენინგზე მისამართზე: ქუთაისი, ტიციან ტაბიძის N 18, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, #22-208 საკონფერენციო დარბაზი.
დასწრება თავისუფალია!!