2020 წლის 8 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით სკოლის პედაგოგებისათვის გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვის თემაზე ტრენინგი გამართა.
ტრენინგს უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანა კვიჟინაძე, რომელმაც განიხილა გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებასთან, დროის ეფექტურად მართვასა და მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები.
კურსდამთავრებულთა ქსელი არაფორმალური განათლების ცენტრთან თანამშრომლობას აგრძელებს და მომავალშიდაც გეგმავს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.