სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამა, რომელიც პირველად 2018 წელს გამოცხადდა და მიზნად უმაღლეს განათლებაში მეწარმეობითი აზროვნების დანერგვას ისახავს, საქართველოში უკვე არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებას უწყობს ხელს. 2019 წლის 1 სექტემბრიდან საგრანტო პროგრამის განხორციელბა დაიწყო სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამ ეტაპისთვის, პროგრამის ფარგლებში 100-მდე აწსუ-ს სტუდენტმა აიმაღლა ინგლისური ენის კომპეტენცია.
2019 წლის 20 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია (აწსუ-ს რექტორის მოადგილე - გიორგი ღავთაძე; აწსუ-ს FabLab - გიორგი ჩაჩუა, თეიმურაზ სახელაშვილი, ირაკლი ჩიხლაძე; სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - მირანდა კავაძე) დაესწრო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომლობით შემოქმედებითი ნაპერწკლის საგრანტო პროგრამის 2018-2019 წლების შემაჯამებელ კონფერენციას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გაეცნო ღონისძიების ძირითად მიზანებს:
- შემოქმედებითი ნაპერწკლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ინიციატივებს და მიღწევებს;
- განათლების სისტემაში შემოქმედებითი მეწარმეობის დანერგვის მნიშვნელობას;
- შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორში დაიტნერესებულ ადამიანებს შორის ინფორმაციის გავრცელებასა და გაზიარებას.
2020 წლის 7-8 თებერვალს აწსუ-ს დელეგაცია (რექტორის მოადგილე- გიორგი ღავთაძე და სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - მირანდა კავაძე) ვიზიტით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბირმინგემში სადაც გაეცვნენ ფორმალურ განათლებაში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების, მეწარმეობითი აზროვნების შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებს ბრიტანულ მოდელში.
„შემოქმედებითი ნაპერწკალის“ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სტუდენტთა ინიციატივებს მხარს დაუჭერს და შემოქმედებით აზროვნებისა თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს უწყობს აწსუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური.
პარტნიორი ორგანიზაციის, ბირმინგემის STEAM House-ის ტრენერების მიერ, აპრილის დასაწყისში ჩატარდება ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ტრენერების მომზადებას, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ამ მხრივ სტუდენტების გადამზადებას და, მეორე მხრივ, აწსუ სტუდენტების მომზადებას შემოქმედებითი ნაპერწკალის კონკურსებისათვის.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივარსიტეტში განხორციელების მიზნით ჩაერთვებიან:
ტრენერები
ღავთაძე გიორგი
გენელიძე ლიკა
მაღლაკელიძე ქრისტინე
ნიკოლაძე მარეხი
კავაძე მირანდა
სტუდენტები
დანგაძე დემური
სვანიძე გიორგი
მეძველია მიხეილ
ბიჭიაშვილი ნათია
კაპანაძე თამთა
ლეჟავა იური
მიქაუტაძე ნინო
სვანაძე ალექსანდრე
პრითვირაჯ სინთხი
მარენ სალემ ბუემალაჰი
ორჯი ჯონათან ორჯი
ფარჯიანი თორნიკე
ნოზაძე მამუკა
შენგელია შორენა
მარიამ კინწურაშვილი
სოფრომაძე ალეკო