სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური 2020 წლის 27 თებერვალს უმასპინძლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.
პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის და სპეციალობის სტუდენტს
მოცემული პროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია მიმდინარე წლის 27 თებერვალს 15:00 სთ-ზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მწვანე დარბაზში.
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე