აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით და მხარდაჭერით 2020 წლის 4 ოქტომბერს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა და წარმატებულმა ტრენერმა თამარ დვალიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ისწავლე, რათა ამოიცნო“.
ტრენინგის მიზანი იყო ონლაინ კომუნიკაციისა და ონლაინ სწავლების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც პროფესიული ზრდის შესანიშნავი საშუალებაა, განსაკუთრებით კი COVID-19 შედეგად შექმნილი დღევანდელი გამოწვევებისა და ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით.
ტრენინგში ჩართულნი იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთარებულები.