სტუდენტთა ინიციატივა სტუდენტებისათვის

დღეს უცხო ენების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა; ბევრი ადამიანი იწყებს დამოუკიდებლად, სხვადასხვა რესურისი გამოყენებით უცხო ენის შესწავლას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უარს ამბობს საკუთარ წამოწყებაზე.

Აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კოორდინატორის თამთა კაპანაძის ინიციატივით იქმნება უცხო ენების კლუბი, რომლის მიზანია ერთი ინტერესის მქონე სტუდენტები გააერთიანოს; გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ერთად მოიძიონ რესურსები და მისცენ მოტივაცია, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს.

თუ გსურთ რომელიმე ენის შესწავლა და ეძებთ თანამოაზრეებს შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა. კონკრეტული ენის შესწავლის სურვილის მითითებით. მინიმუმ 5 სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ფოსტაზე.

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpneX2UJcsIZHklCPPrdv4PtUNVFDODc0N1haQVFPSU9LWDE3REFHTFhBSS4u