აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის 2020 წლის 3 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: ციფრული უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში. ტრენინგს ჩაატარებს ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილე ფულარიანი.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
• რა ტიპის მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემ ყოველდღიურად
• როგორ დაიცვა საკუთარი მოწყობილობები და ანგარიშები თაღლითებისგან
• როგორ აარიდო ონლაინ საფრთხე ბავშვებს
• რას უნდა მიაქციო ყურადღება, სანამ რომელიმე ქსელში ან ვებგვერდზე დარეგისტრირდები
• როდის იკვეთება დანაშაულის ნიშნები და შეგიძლია მიმართო პოლიციას
• როგორ გაარჩიო ნამდვილი ამბავი ყალბისგან
ონლაინ ტრენინგზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შედეგად bit.ly/ტრენინგზე_რეგისტრაცია სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება ტრენინგის დღეს, დღის 12 საათზე.
შეხვედრის ბმული გაიგზავნება მითითებულ მეილზე.