2021 წლის 9-15 აპრილს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ევროპის გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO), რომელიც არის ღიაევროპის ჩემპიონატი მათემატიკაში საშუალო სკოლის ქალი მოსწავლეებისათვის. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ევროპის ქვეყანა, ასევე 20-მდე არაევროპული ქვეყანა.
ოლიმპიადის ორგანიზატორი დაწესებულების მხრიდან განსაზღვრულია თითოეულ მონაწილე ქვეყნის გუნდს გამოუყოს მოხალისე გიდი-სტუდენტი, რომელიც ინგლისურ ენას ფლობს მაღალ საკომუნიკაციო დონეზე და შუამავალ როლს შეასრულებს გუნდსა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს შორის.
შერჩეულ გიდებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
თუ გსურთ გიდი-სტუდენტის ფუნქციის შესრულება გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 2021 წლის 10 თებერვლამდე ლინკზე