ვებინარი „მოხალისეობის როლის შესახებ“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 12 თებერვალს 20:00 საათზე იმართება ონლაინ ვებინარი მოხალისეობის შესახებ.

ღონისძიების განმავლობაში ვისაუბრებთ:
რა არის მოხალისეობა;
რამდენად მნიშვნელოვანია ის საზოგადოებისთვის;
მოხალისეობის საერთაშორისო მაგალითები;
მოხალისეობა საქართველოში
შეხვედრაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგდა ფურცხვანიძე გაგვიზიარებს მის მოხალისეობრივ გამოცდილებას. მაგდა, EVS პროგრამის ფარგლებში, ერთი წლით მოხალისედ იმყოფებოდა ქალაქ ბორდოში, საფრანგეთში.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა: https://bit.ly/2YWQ5jS
აპლიკაციები მიიღება 11 თებერვლის 23:59 საათამდე.
შერჩეულ მონაწილეებს ღონისძიებაზე დასასწრები ლინკი გაეგზავნებათ ღონისძიების დღეს.