2021 წლის 26 მარტს აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, სტუდენტთა კარიერული განვითარების კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტების ონლაინ ჩართვა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომელსაც ესწრებოდა კრედო ბანკის შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი ეკა ჭელიძე და პერსონალური შერჩევის რეგიონალური ოფიცერი ანა ართმელიძე.
ჩართვაზე კრედო ბანკის წარმომადგენლებმა წარადგინეს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა და იმერეთის მასშტაბით არსებულ ვაკანსიები. ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შემდეგ კანდიდატი დასაქმდება კრედო ბანკში.