პანდემიის და მასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გამო სტრესი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რაც ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს პროდუქტიულობაზე უნივერსიტეტსა თუ სამსახურში.
2021 წლის 9 აპრილს, პარასკევს, საღამოს 7 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ელენე ფანჩულიძე ისაუბრებს თუ რა არის სტრესი, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურობაზე და როგორ შეიძლევა დავძლიოთ ის მარტივი მეთოდებით.
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა