პირველად დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომ რთულ სიტუაციაში შევძლოთ ადამიანების დახმარება და მათი სიცოცხლის გადარჩენა.
26 აპრილს 19:00 საათზე ვისაუბრებთ პირველადი დახმარების გაწევის შესახებ:
• ყველაზე გავრცელებული სამედიცინო ინციდენტები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები;
• პირველადი დახმარების გაწევის გზები სხვადასხვა სიტუაციის დროს.
ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთევან სვანიძე .
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 26 აპრილის 12:00 საათამდე.
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სააპლიკაციო ფორმის შევსებით.