გაციება, გრიპი და კოვიდ-19 კლინიკურად ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თუმცა, გარკვეული ნიშნებით, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით მცირედი ინფორმაციის ქონა თითოეულ ადამიანს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პანიკა, შიში, სტრესი და სრული მზადყოფნით ვებრძოლოთ არსებულ პრობლემას.
4 ივნისს 19:00 საათზე ვისაუბრებთ შემედგ საკითხებზე:
1. ჩვენს ეპოქაში ყველაზე გავრცელებული ვირუსები
2. განმასხვავებელი და მსგავსი სიმპტომები
3. ვირუსთან ბრძოლის პირველადი ღონისძიებები
ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ამანდა ტყეშელაშვილი.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 4 ივნისის 12:00 საათამდე.
https://forms.office.com/r/pW2NiqmRnL
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
https://forms.office.com/r/s54pw1RnAz