ვებინარი: "სოფლის წიაღში ჩაფლული ნიჭიერება"

თითოეული ჩვენგანის გარშემო უამრავი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შესახებაც, ბევრმა არაფერი იცის. ადამიანებს, რომელთაც არსებული გარემო პირობების გამო განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, განსაკუთრებით რეგიონებში ვხვდებით.

7 ივნისს, 19:00 საათზე ვისაუბრებთ:
რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ადამიანებზე
განვითარების გზაზე არსებულ ბარიერებზე
და სხვა საინტერესო თემებზე.

ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ანი ჟორჟოლიანი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა 7 ივნისის 12:00 საათამდე.
https://forms.office.com/r/28xpd4FwAx
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ
https://forms.office.com/r/s54pw1RnAz