ვეფხისტყაოსანი, ისევე როგორც XII საუკუნის მთელი ქართული საერო ლიტერატურა, თავისებური სინთეზია აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-მსოფლმხედველობითი ტენდენციებისა, განხორციელებული ქართული ნაციონალური ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი განვითარების ბაზაზე. რა არის აღმოსავლური რუსთველის შემოქმედებაში?
14 ივნისს, 18:00 საათზე დეტალურად ვისაუბრებთ რუსთველის შემოქმედებაზე.
ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ზაიდა ბაზაძე.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 14 ივნისის 12:00 საათამდე.
https://forms.office.com/r/28xpd4FwAx
შეხვედრა გაიმართება Google Meet-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. გთხოვთ, ვებინარის დროს მობილურით სარგებლობის შემთხვევაში, გადმოწეროთ შესაბამისი აპლიკაცია.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
https://forms.office.com/r/s54pw1RnAz