აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით იწყება “ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამა”, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებს და ჩაატარონ ლექციები, სემინარები, ვებინარები და ვორქშოპები მათთვის სასურველ თემაზე (ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში რეგულაციების დაცვით).
პროგრამაში ჩართულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრეზენტაციის უნარებზე ტრენინგი და ტრენერთა ტრენინგი.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ინიციატივას და გაუზიაროთ თქვენი ცოდნა სხვა სტუდენტებს, შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 30 ოქტომბრამდე.
მეტი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ აწსუს საბიბლიოთეკო კორპუსის პირველი სართული 22-104 ოთახი.