ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენს განწყობასა და ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ჩვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი ჟესტი სხვა ადამიანების მიერ ქვეცნობიერად თავისებურად აღიქმება.
2021 წლის 30 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 6 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ელენე ფანჩულიძე ისაუბრებს სხეულის ენაზე და მის მნიშვნელობაზე.
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/U7scFgeJMF
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
დასწრება თავისუფალია.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.office.com/r/f0yb5AWm5p