2021 წლის 2 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი შმაგი გელაშვილი ისაუბრებს განათლების ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, როგორც ინოვაციური სწავლების მოდელზე უნივერსიტეტებისთვის მის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
დასწრება თავისუფალია.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა