ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 7 ნოემბერს, აწსუ-ს სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდა ვებინარი თემაზე: ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა. ვებინარი წარმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ეთო აბზიანიძემ. ვებინარმა დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია მსმენელებში.

ვებინარი გაიმართა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია ადამიანებმა ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.

თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა