ATSU-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 29 ნოემბერს 16:00 საათზე, ინგლისურ ენაზე გაიმართება ვებინარი თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ფორმატი“.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნის პროცესში;
• რას გულისხმობს სწორად შედგენილი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი?
• რას აქცევს დამსაქმებელი ყველაზე დიდ ყურადღებას, როდესაც ჩვენს რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს განიხილავს;
• რეზიუმეებისა და ავტობიოგრაფიების გავრცელების თანამედროვე პლატფორმები;
• LinkedIn-ის უპირატესობები დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში;
• LinkedIn-ის მექანიზმები დასაქმებს პროცესში;
ჩატარების თარიღი: 2021 წლის 29 ნოემბარი
დრო: 16.00 სთ
სარეგისტრაციო ბმული
ვებინარი ჩატარდება Microsoft Teams პლატფორმის მეშვეობით.
ვებინარზე დასწრების მსურველები ღონისძიების ბმულს მიიღებენ მეილზე.
დასწრება თავისუფალია.