მწეველობა 21-ე საუკუნის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, თამბაქოს აქტიურმა მოხმარებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები.
2021 წლის 10 დეკემბერს 19:00 საათზე აკაკი წეეთლის სახელმწიფო უნივერსიტეის სტუდენტი ამანდა ტყეშელაშვილი ვებინარზე განიხილავს ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა:
● თამბაქოსა და სხვა საშუალებების შემადგენლობა
● ორგანიზმზე მისი მოქმედების მექანიზმი
● სავალალო შედეგები და გამოსავალი
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
დასწრება თავისუფალია.
ვებინარი იმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა