ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და მისი უარყოფით გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადაუჭრელი პრობლემაა 21-ე საუკუნეში. 2021 წლის, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, აწსუს სტუდენტები - მარიამ ფურცხვანიძე და ლალი ბალავაძე ისაუბრებენ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლებზე და მის უარყოფით შედეგებზე.
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
დასწრება თავისუფალია.
ვებინარი იმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა