2021 წლის 6 დეკემბერს აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით აწსუ-ს სტუდენტმა ზაიდა ბაზაძემ ისაუბრა წიგნების სამყაროზე, კერძოდ „ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანზე.
ვებინარი გაიმართა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია ადამიანებმა ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა