ვებინარი “პროფესიული ორიენტაცია და ნეთვორქინგი“

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური განაგრძობს სტუდენტთა კარიერული  განვითარების  აქტივობებს,  რომლის ფარგლებში პარასკევს 11 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება  ვებინარი თემაზე: “პროფესიული ორიენტაცია და ნეთვორქინგი“.
ვებინარს წარმართავს: ანა ტყეშელაშვილი კარიერული განვითარების ტრენერი.

 
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 

 პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობა და საჭიროება.
ტიპიური შეცდომები და მოქმედი ფაქტორები პროფესიის არჩევისას;
  რა არის ნეთვორქინგი და როგორ გამოვიყენოთ?
ვებინარი გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 
შეხვედრის ლინკს მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
დასწრება თავისუფალია.