30 მარტს 14:00 საათზე, აწსუ-ს სააქტო დარბაზში, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების სპეციალისტი და ტრენერი ანა ტყეშელაშვილი ჩაატარებს ვებინარს თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს/ სამოტივაციო წერილის ფორმატი და წარმატებული გასაუბრების ფორმულა“.
ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნის პროცესში;
• რას გულისხმობს სწორად შედგენილი რეზიუმე და სამოტივაცი წერილი და რას აქცევს დამსაქმებელი ყველაზე დიდ ყურადღებას;
• რეზიუმეებისა და ავტობიოგრაფიების გავრცელების თანამედროვე პლატფორმები;
• LinkedIn-ის უპირატესობები დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში;
• როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და წარვდგეთ ინტერვიუერთან;
• როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე;
• კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე.
დასწრება თავისუფალია და გაიცემა სერტიფიკატები.
ვებინარი ჩატარდება აწსუ-ს სააქტო დარბაზში 14:00 საათზე.