სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 30 მარტს ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს/ სამოტივაციო წერილის ფორმატი და წარმატებული გასაუბრების ფორმულა“.
ვებინარს უძღვებოდა ანა ტყეშელაშვილი: კარიერული განვითარების სპეციალისტი, ტრენერი
ვებინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნის პროცესში;
რას გულისხმობს სწორად შედგენილი რეზიუმე და სამოტივაცი წერილი და რას აქცევს დამსაქმებელი ყველაზე დიდ ყურადღებას;
რეზიუმეებისა და ავტობიოგრაფიების გავრცელების თანამედროვე პლატფორმები;
LinkedIn-ის უპირატესობები დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში;
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და წარვდგეთ ინტერვიუერთან;
როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე;
კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე.