2022 წლის 5 მაისს სკოლა „პროგრესის“ წარმომადგენლობა შეხვდა აწსუ-ს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
შეხვედრაზე მოხდა საინტერესო პროგრამის წარდგენა – ამერიკული საერთაშორისო სკოლისათვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური), რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ უნიკალური შანსი სრულიად უფასოდ გაიარონ მასწავლებლის მოსამზადებელი შიდა პროგრამა და გახდნენ პროგრესის მასწავლებლები.
პროექტში ჩართვა შეუძლია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.
შეხვედრაზე ასევე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წარუდგინეს მოქმედი ვაკანსიები.