17 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა!
ფორუმის მიზანი იმერეთის რეგიონში სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება იყო.
ღონისძიებაში მონაწილე 50-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია წარუდგინა.
ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გახსნა.
გახსნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ქუთაისის მერი, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისის მერის მოადგილე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმნენ.
ღონისძიებას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.