2022 წლის 15 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "მეიჯერელ ჯორჯიას" წარმომადგენლობამ გამართა სტუდენტებთან შეხვედრა. აღნიშნული კომპანია ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდთან ისეთ ინდუსტრიებში თანამშრომლობს, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია… მეიჯერელი საქართველოს სამ ქალაქში, საერთაშორისო გუნდისა და კომპანიის უნიკალური კულტურის მეშვეობით, თითოეული გუნდის წევრისათვის წარმოუდგენელ კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნულ კომპანიას ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული და ყველა დასაქმებულ სტუდენტს სთავაზობს მათზე მორგებულ გრაფიკს, რათა შეუფერხებლად შეძლონ ლექციებზე დასწრება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა.
შეხვედრაზე სტუდენტებს წარუდგინეს მოქმედი ვაკანსიები.