მიმდინარე წლის 7 დეკემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კარიერული განვითარების მიმართულებამ სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „კარიერული ორიენტაცია“. მსმენელებს თავდაპირველად მიმართა კარიერული განვითარების სპეციალისტმა, ლეილა ბარბაქაძემ, კარიერულ ორიენტაციაზე ისაუბრა დასაქმების კონსულტანტმა, გვანცა დაშნიანმა. შეხვედრის ბოლოს ტრენერებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და მათგან მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები. აღნიშნულ ტრენინგს დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.