ტრენინგ კურსები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგ კურსებზე:
 მწვანე მშენებლობის პრინციპები და თავისებურებები
 HVAC ენერგოეფექტური სისტემები
 საიზოლაციო მასალები და მათი გამოყენება მწვანე მშენებლობაში
ტრენინგ კურსების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
 ყველა საფეხურის ტექნიკური და ეკონომიკური განათლების მქონე სპეციალისტები,
 პროფესიული განათლების მქონე პირები.
ტრენინგ კურსის მიზანი და ამოცანები:
• პროექტირების ეტაპზე მწვანე მშენებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას;
• შენობების ძირითადი ენერგო დაზოგვით ღონისძიებებს;
• ჰაერნაკადების რეგულირება-მართვას;
• კონკრეტული დანიშნულების სავენტილაციო სისტემის ტიპის შერჩევას;
• ბუნებრივი ვენტილაციის მოწყობის ხერხებს;
• იძულებითი ენერგოეფექტური გამნიავებლების შექმნასა და მოწყობას;
• მწვანე მშენებლობაში გამოყენებული იზოლაციის სისტემებს;
• სეზონური თბოიზოლაციის სისტემებს;
• შენობათა თერმო და თბოსაიზოლაციო მასალებს.
ტრენინგ-კურსები ხორციელდება პროექტის „მწვანე მშენებლობას-ახალი პროფესიული კადრები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
კურსები ჩატარდება 2018 წლის 6-7-8 დეკემბერს, 12 სთ, აწსუ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98).
ტრენინგზე დასწრების მსურველები გადადით ლინკზე და შეავსეთ ანკეტა.