2019 წლის 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი „უწყვეტ გარემოთა მექანიკის მონათესავე პრობლემები“, რომელიც განხორციელდა პროექტის “მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული პროგრამები მრავალშრიანი ტექსტილის მრავალფუნქციური კვლევისათვის’’ ფარგლებში (DI-2016-41, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ორდღიან ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ვორქშოპის მუშაობაში აქტირად იყვნენ ჩართული როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ისე საქართველოს მექანიკოსთა კავშირის წევრები.
ვორქშოპის მეორე დღის სხდომა გაიმართა საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე.
აღსანიშნავია, რომ იტალიელმა მეცნიერმა ფრანჩესკო დელიზოლამ დაინტერესება გამოთქვა ჩვენს უნივერსიტეტთან და, კერძოდ, საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტთან თანამშრომლობისათვის როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური პროგრამების განხორციელების მიმართულებებით.