საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია

მიმდინარე წლის 9-11 სექტემბერს უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და მექანიკოსის, საქართველოს ეროვნული აკადემიის პირველი პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს. კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდული ფორმატით.  პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა გვირგვინის შემკობით პატივი მიაგეს ნიკოლოზ მუსხელიშვილის ძეგლს.