2021 წლის 23 დეკემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა სიმპოზიუმი „წლის საუკეთესო მიღწევა“.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2021 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად მიჩნეულ იქნა, გაეროს ბავშვთა ფონდის, unicef-ისა და უნივერსიტეტის მიერ 2020 წლის 1 დეკემბერს დაფუძნებული „ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი“ და მისი საქმიანობა.
ცენტრის სამუშაო მიმართულებებია: მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო, სამაგისტო პროგრამა განათლების მეცნიერებები და სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამებში ბავშვის უფლებების სწავლების გაძლიერება. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის, მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისათვის, უცხოელი ექსპერტების ჩარტულობით, აკრედიტირებული სატრენინგო მოდულების მომზადება.
აღნიშნული მოდულების გავლის შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგროვონ სამინისტროს მიერ მასწავლებელთა კარიერული წინსვლისათვის საჭირო კრედიტები.
სიმპოზიუმზე ასევე წარდგენილი იქნა, ფაკულტეტზე მიმდინარე დიდი პროექტი USAID საბაზისო განათლების შესახებ (ხელმძღვანელი ნატო ქობულაძე), რომლის განხორციელებაში ჩართულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოიცავს იმერეთის 373 სკოლას. პროექტი გრძელდება 4 წლის განმავლობაში.
სიმპოზიუმზე ცენტრის ანგარიში წარადგინა პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა, ცენტრის ხელმძღვანელმა მამული ბუჭუხიშვილმა.