წარმოდგიდენთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთ პროექტს, რომელმაც გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში - „ბლანტდრეკადი თხელი სხეულების მიკროპოლარული თეორიების სხვადასხვა ვარიანტების აგება ლეჟანდრეს პოლინომების გამოყენებით და ზოგიერთი ამოცანების რიცხვითი მეთოდებით ამოხსნა“.
პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი, ავტორი და შემსრულებელი კი საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი. პროექტის მიზანია ბლანტდრეკადი თხელი სხეულებისათვის კლასიკური და მიკროპოლარული თეორიების სხვადასხვა ვარიანტების აგება ლეჟანდრეს პოლინომთა გამოყენებით: მოძრაობისა და წონასწორობის განტოლებების და განმსაზღვრელი თანაფარდობების მიღება, ზემოთაღნიშნული სხეულების არეების ახალი პარამეტრიზაციის შემთხვევაში საწყის–სასაზღვრო ამოცანების დასმა და რიცხვითი ამოხსნა;ასაგები თეორიების გამოყენების სფერო ძირითადად პოლიმერული მასალებისა და კონსტრუქცების, ბიოლოგიური სხეულების, აგრეთვე ლითონებისა და სხვა არასაკმაოდ დრეკადი სხეულების მექანიკაა.
უნივერსიტეტი ულოცავს ფაკულტეტს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!